ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
საქართველო უძველესი ისტორიისა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე პატარა ქვეყანაა, აქ ერთმანეთს კვეთს ევროპიდან და აზიიდან მომავალი გზები. იგი ყურადღებას იპყრობს ულამაზესი ხედებით, კულტურული ძეგლებით, მრავალფეროვანი ლანდშაფტით, ნაყოფიერი მიწებით, უძველესი ტრადიციებითა და სტუმართმოყვარე ხალხით.
საქართველო მოიცავს 69.700 კვ.კმ-ს, ცხოვრობს დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი, მასზე გადიოდა აბრეშუმის გზა.
სახელმწიფო რელიგიაა მართლმადიდებლობა (ქრისტიანობა მიღებულ იქნა IV საუკუნეში), თუმცა მრავალი სხვადასხვა რელიგიის სალოცავები: მეჩეთი, სინაგოგა, გრიგორიანული ეკლესიები, ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად თანაარსებობენ ქვეყნის დედაქალაქ თბილისში. სახელმწიფო ენაა ქართული, ანბანი კი უნიკალურია და ის მსოფლიოში 14 ცნობილ ანბანებს შორისაა.
ყველაზე მაღალი მთა შხარაა (5201 მ.), აგრეთვე საქართველოშია ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული ტერიტორია - უშგული (2200 მ), ქვეყნის მთავარი მდინარეებია: მტკვარი, ალაზანი, რიონი. საქართველოს ტერიტორიაზე 26 000 ზე მეტი მდინარეა. აქ ერთმანეთის გვერდით შეგიძლიათ ნახოთ უდაბნო და ნახევრად უდაბნო.
საქართველოში 150 მუზეუმი და 12 000 კულტურული მნიშვნელობის ძეგლი, რომელთაგან 4 იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი: ქალაქ - მუზეუმი მცხეთა, გელათი, ბაგრატი და სვანეთი - მისი ისტორიული კოშკებით.
კლიმატი სუბტროპიკულია მაღალი ტენიანობით, ალპური ზონა იწყება ზღვის დონიდან 2 100 მეტრზე.
ჩვენ გეპატიჟებით, რომ უკეთ გაეცნოთ უძველეს ვაზისა და ღვინის კულტურებს, შეხვდეთ ადგილობრივ მოსახლეობას, მოუსმინოთ ქართულ მრავალხმიან სიმღერას, დატკბეთ ულამაზესი ეროვნული ცეკვებით, და დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული კერძები.